ეკონომიკა
21/06/2021

EBRD-ის ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - "ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის" გაიმართება

22 ივნისს, 11:30 საათზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მისი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - “ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის” გაიმართება. შეხვედრა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების ანალიზსა და იმის განხილვას, თუ რა გავლენა აქვთ მათ ქალ და მამაკაც მეწარმეთა საქმიანობაზე, ასევე, როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი.

ფორუმში მონაწილეობას საქართველოს სამთავრობო, ფინანსური და ბიზნესსექტორის, მათ შორის, თიბისის წარმომადგენლები მიიღებენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორიას თავიანთ ხედვასა და გადადგმულ ნაბიჯებს გაუზიარებენ.

ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა მდგრადი განვითარების დაბალანსებული და რეალისტური საშუალებაა. ტრადიციული ეკონომიკური მოდელისგან განსხვავებით, ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა, სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ითვალისწინებს როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ გარემოს. მისი მიზანი არამხოლოდ მშპ-ს ზრდა, არამედ რესურსების ეფექტურად გამოყენება და სხვადასხვა ეკოსისტემისა და მასში მონაწილე ყველა ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

რამდენად ინფორმირებულები მეწარმეები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესახებ, მათი დაძლევის რა მეთოდებს იცნობენ და რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის მწვანე დაფინანსება - ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გასაცემად EBRD-ის GEFF პროგრამამ საქართველოში მრავალპროფილური კვლევა ჩაატარა. ღონისძიებაზე, ბანკისა და პროგრამის წარმომადგნელებთან ერთად, კვლევის მთავარ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე საქართველოს სამთავრობო, ფინანსური და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ.

ღონისძიებაზე დასასწრებად, დარეგისტრირდით ბმულზე 

ღონისძიების დღის წესრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023