ეკონომიკა
29/10/2021

დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ სექტემბერში ₾9.53 მლრდ-ს გადააჭარბა

საქართველოში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ბოლო რამდენიმე თვეა ზრდის ტემპს ინარჩუნებს.

2021 წლის სექტემბერში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურად 24%-ით 9.534 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

6.2%-იანი წლიური ზრდაა ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა შემთხვევაში, სულ სექტემბერში 4 162 საწარმო დარეგისტრირდა.