ეკონომიკა
30/07/2021
დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ ივნისში ₾9.1 მლრდ-ს გადააჭარბა
საქართველოში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ზრდის ტემპს ინარჩუნებს.
2021 წლის ივნისში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურად 37.5%-ით 9.136 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
13.3%-იანი წლიური ზრდაა ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა შემთხვევაში, სულ მაისში 4 883 საწარმო დარეგისტრირდა.