 
                                                                        
                                    
                                    
                                    
                                ეკონომიკა
                                31/05/2021
                                
                            დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ აპრილში ₾9 მლრდ-ს მიაღწია
საქართველოში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა აპრილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რეკორდული ზრდაა ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა შემთხვევაში.
„საქსტატის“ მონაცემებით, დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვამ აპრილში 8,9 მლრდ ლარი იყო, წლიურად 93,4%-იანი ზრდაა.
1 488%-ით არის გაზრდილი ახალი საწარმოების რეგისტრაციის მაჩვენებელი, დარეგისტრირებულია 4 876 საწარმო.
2020 წლის აპრილში ქვეყანაში 307 ახალი საწარმო დარეგისტრიდა, მაჩვენებელი წლიურად 93%-ით იყო შემცირებული. დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 2020 წლის აპრილში 4,25 მლრდ ლარს შეადგენდა.

 
                         
                            