ეკონომიკა
30/09/2021
დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ აგვისტოში ₾9.3 მლრდ-ს მიაღწია
საქართველოში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ბოლო რამდენიმე თვეა ზრდის ტემპს ინარჩუნებს.
2021 წლის აგვისტოში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურად 31.2%-ით 9.3 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
13.2%-იანი წლიური ზრდაა ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა შემთხვევაში, სულ აგვისტოში 3 602 საწარმო დარეგისტრირდა.