ეკონომიკა
30/10/2020

დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა სექტემბერში 3,2%-ით გაიზარდა

საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა პლუსებს აჩვენებს. 

„საქსტატის“ მონაცემებით, დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ სექტემბერში 7,654 მლრდ ლარს მიაღწია, წლიური ზრდა 3,2%-ია.

ჯერ-ჯერობით მინუსებში რჩება ახალი საწარმოების რეგისტრაციის მაჩვენებელი, თუმცა აღსანიშნავია, რომ კლების ტრენდი ამ მიმართულებითაც შენელებულია. ქვეყანაში 3 919 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 2,4%–ით ნაკლებია 2019 წლის სექტემბერთან შედარებით.

Businesspartner