ეკონომიკა
30/11/2020

დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ოქტომბერში ისევ მინუსებშია

სექტემბრის ზრდის შემდგომ, საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ისევ მინუსშია. 

„საქსტატის“ მონაცემებით, დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ ოქტომბერში 7,614 მლრდ ლარს მიაღწია, წლიური ვარდნა 2,3%-ია. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში მაჩვენებელი 7,65 მლრდ ლარს აჭარბებდა.

4,4%-ით არის შემცირებული ახალი საწარმოების რეგისტრაციის მაჩვენებელი, დარეგისტრირებულია 4 046 საწარმო. აღსანიშნავია, რომ ზრდაა სექტემბერთან შედარებით, როცა ქვეყანაში 3 919 ახალი საწარმო დარეგისტრირდა.