ეკონომიკა
01/02/2021

დღეიდან ეკონომიკის ნაწილი იხსნება

დღეიდან ეკონომიკურ საქმიანობებზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება.

აღდგება მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. საბაჭრო ობიექტები კვირის განმავლობაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმუშავებენ, შაბათ-კვირას კი, ისევ ონლაინ რეჟიმში გადავლენ.

მხოლოდ აჭარაში დაშვებულია კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება.

ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

შაბათ-კვირას რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისსს დაუბრუნდებიან.