ეკონომიკა
21/06/2022

DFC-მა და Gazelle Finance-მა ომის შედეგად დევნილი უკრაინული კომპანიების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა დაიწყო

DFC-მა და Gazelle Finance ეკონომიკური აღდგენის პროგრამას იწყებენ, რომელიც ტექნიკურ დახმარებას გაუწევს უკრაინულ მცირე და საშუალო საწარმოებს (SME).

ახალი პროგრამა ეფუძნება DFC-ის უკვე არსებულ ინვესტიციას Gazelle-ში, რომელიც უზრუნველყოფს კაპიტალს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საკვანძო სექტორებში სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში, განვითარების გასაძლიერებლად.

პროგრამის მიზანია, დაეხმაროს უკრაინულ კომპანიებს ბიზნესის უწყვეტობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და მათი პროდუქტებისა და სერვისებისთვის, ოპერაციული კავშირისა და ახალი ბაზრების გაფართოებაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მათ შორის საქართველოში. მოსალოდნელი შედეგია არა მხოლოდ უსაფრთხო თავშესაფრის უზრუნველყოფა ამ კომპანიების მუშაკებისთვის, რომლებიც ომის შედეგად უკვე იძულებით გადაადგილებულნი არიან, არამედ ამ კომპანიებისთვის ბიზნესის გაგრძელების, სწრაფი ადაპტაციისა და ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობაც, შემოსავლების ზრდისთვის, რაზედაც ომმა მძიმე გავლენა იქონია.

2022 წლის 21 ივნისს Gazelle Finance-ის პორტფელის კომპანიამ და DFC-ის ბენეფიციარმა Fruit Logistics-მა უმასპინძლა ტექნიკური დახმარების ახალი პროგრამის ხელმოწერის ცერემონიას. კომპანია Fruit Logistics არის ლიდერი თბილისის ბიზნეს საზოგადოებაში და წარმოადგენს DFC-ს, USAID-სა და Gazelle-ს შორის პარტნიორობას. DFC-ისა და USAID-ის მხარდაჭერა Gazelle-სა და ახალი ტექნიკური დახმარების პროგრამისთვის, რომელიც დღეს გამოცხადდა, წარმოადგენს კერძო სექტორის მიმართ აშშ-ის გრძელვადიან მხარდაჭერას საქართველოში.

"DFC-ის ტექნიკური დახმარების პროგრამა Gazelle Finance-თან ერთად უზრუნველყოფს პირდაპირ ეკონომიკურ მხარდაჭერას საქართველოში დევნილი უკრაინელებისთვის, კერძო სექტორში ინვესტიციების მეშვეობით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც ბარიერებს აწყდებიან ფინანსებზე წვდომის კუთხით. ეს პროგრამა დაეხმარება უკრაინულ კომპანიებს გაუკლავდნენ ამ რთულ პერიოდს. დროთა განმავლობაში, აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს და შექმნის ახალი ბაზრის შესაძლებლობებს მათი ბიზნესის ზრდისთვის.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, 50 000-ზე მეტი უკრაინელი ჩამოვიდა საქართველოში, რომელთაგან ბევრი მაღალკვალიფიციური პროფესიონალია, და დისტანციურად მუშაობს წამყვან უკრაინულ კომპანიებში, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სექტორში. საქართველო იკავებს მე-7 ადგილს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში და მას უაღრესად ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი აქვს. ეს ყველაფერი ინფორმაციული ტექნოლოგიების კლასტერთან ერთად, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მათ შორის თბილისში, გაჩნდა, უკრაინელი მეწარმეებისთვის აქ ბუნებრივ ბაზარს ქმნის", - აცხადებს DFC-ის აღმასრულებელი დირექტორი სკოტ ნათანი. 

"Gazelle Finance-ს გაუმართლა, რომ DFC, ჩვენი ფონდის ინვესტორია, რადგანაც DFC ერთ- ერთია იმ მცირერიცხოვან ინსტიტუციურ ინვესტორებს შორის, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს კერძო სექტორის ინვესტიციებს ევრაზიის რეგიონში. „DFC-მა და სხვა ჩვენმა ინვესტორებმა FMO-მ და DGGF-მა შეძლეს სწრაფი რეაგირება ამ ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც რეგიონში უკრაინის ომის შედეგად გაჩნდა; ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ეკონომიკური აღდგენა ახლა იწყება და რომ მეზობელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ითამაშებენ კრიტიკულ მაკავშირებელ როლს უკრაინის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, რათა მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა", - განაცხადა Gazelle Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფრი ლიბერტმა.