ეკონომიკა
28/06/2023

დემპინგის პირველი "ქეისის" შესწავლას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ივლისიდან დაიწყებს

კონკურენციის ეროვნული სააგენტო დემპინგის პირველი "ქეისის" შესწავლას ივლისიდან დაიწყებს.

როგორც სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ბოლო სამი თვეა სააგენტო დემპინგის ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით, რამდენიმე ინდუსტრიასთან მუშაობს. ერთ-ერთ მათგანში სააგენტო დასკვნის ეტაპზეა.

„შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ივლისში გამოვაცხადებთ პირველ "ქეისს" დემპინგის შესწავლის მიმართულებით.

კონკრეტული ინდუსტრიის მხრიდან წარმოდგენილია სათანადო მტკიცებულებები დემპინგის არსებობასთან და გავლენასთან დაკავშირებით, რაც საკმარისი საფუძველია იმისთვის რომ შესწავლა დაიწყოს და შესწავლის პროცესი აჩვენებს დანარჩენს.“-აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

კონკრეტულ ინდუსტრიას, რომელშიც დემპინგის შესახებ მოკვლევა დაიწყება ამ ეტაპზე არ სახელდება, თუმცა უწყებამ ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების შემდეგ სამ სექტორში განახორციელა შიდა მოკვლევა. მათ შირისაა ქიმიური ინდუსტრია, მძიმე მრეწველობა და ფრინველის ხორცის ადგილობრივი წარმოება.

ცნობისთვის, ანტიდემპინგური კანონი პარლამენტმა 2020 წელს მიიღო. კანონი 2021 წლიდან ამოქმედდა.

Businesspartner