ეკონომიკა
05/07/2022

დავითაშვილი: წყალტუბო ყველა სეზონზე მაღალ მსყიდველუნარიანი ტურისტებით უნდა დავტვირთოთ

მთავროვბამ წყალტუბოს განვითარების გეგმა წარადგინა.

ეკონომიკის მინისტრის განცხაებით, განახლებულ წყალტუბოს ექნება იმის რესურსი, რომ ოთხოვე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი იყოს. 

"თუ სწორად განვავითარებთ ამ კურორტს, წყალტუბო დაიმკვიდრებს ადგილს ე.წ იუნესკოს დიდი სპა კურორტების ქალაქების გვერდით. მაგალითად, როგორიც არის ბადენ-ბადენი და ა.შ. წყალტუბო უნდა იყოს მრავალფუნქციური, ფართო-სეგმენტური, მოგზაურზე გათვლილი მდგრადი და ინკლუზიური კურორტი. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ, რომ ოთხივე სეზონი მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ვიზიტორებით და ტურისტებით დავტვირთოთ წყალტუბოს კურორტი. ჩვენ წლების განმავლობაში ვერ ვიყენებდით ამ პოტენციალს იმიტომ, რომ მთავარი რესურსი, წყალი, არ იყო ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი. ამიტომ რადონული წყლის ლიცენზიის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება გარდამტეხი მომენტია კურორტის სწორად განვითარებისთვის და წარმატების მისაღწევად. ჩვენ დღეისთვის გვაქვს 5 სააბაზანო, ანუ, 5 შენობა, სრულად 8 ათასი კვადრატული მეტრი, 11 მიწის ნაკვეთი, რომელიც 17 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია და ეს ყველაფერი გვინდა, რომ ყველა ინვესტორისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ",- განაცხადა დავითაშვილმა.