ეკონომიკა
04/04/2022

დავითაშვილი: პროდუქტებზე დეფიციტი არ შეიქმნება

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის გამო საქართველოში არცერთი პროდუქტის იმპორტი არ ფერხდება.

ლევან დავითაშვილის თქმით, ხორბლისა და ფქვილის ძირითადი ბაზრები საქართველოსთვის რუსეთი და ყაზახეთია. 
 
"საქართველოში არცერთი პროდუქტის დეფიციტი არ არის. შეფერხება არ იქნება არც ერთ სამომხმარებლო პროდუქტზე. არცერთი პროდუქტის იმპორტი საქართველოში პრობლემას არ წარმოადგენს. უკრაინის ალტერნატივა ძალიან ბევრია, მათ შორის, საქართველოში.
 
ხორბალი და ფქვილიც უპრობლემოდ შემოდის. ძირითადი ბაზარი ჩვენს შემთხვევაში არის რუსეთ, თუმცა მას დაემატა ყაზახეთიც",- განაცხადა დავითაშვილმა.