ეკონომიკა
14/02/2022

დავითაშვილი: ჩვენი ამბიცია ეკონომიკის პანდემიამდელ ნიშნულებზე დაბრუნება არ არის

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, 2022 წელს ქვეყანაში საგარეო ვაჭრობის დადებითი ტენდენციები გრძელდება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო ინარჩუნებს მიმზიდველობას, რაც ინვესტიციების შემოდინების საფუძველია. 

"2021 წელი ვაჭრობის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რეკორდული იყო. დადებითი ტენდენციები გაგრძელდა 2022 წლის აინვარშიც. საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2022 წლის იანვარში რეკორდულად მაღალი იყო და $1.9 მილიარდი შეადგინა. ამავე დროს Fitch-მა საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურზე შეუნარჩუნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისა და ეკონომიკის აღდგენისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც შევინარჩუნეთ BB სტაბილური, ეს იყო ძლიერი მმართველობის ინდიკატორები. ესეც მიუთითებს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე. 

ჩვენი განწყობაა, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება შევძლოთ და არა მხოლოდ აღდგენაზე ვიზრუნოთ. ჩვენი ამბიცია არ არის, რომ მხოლოდ პანდემიამდელ მაჩვენებლებს დავუბრინდეთ. ეს არ არის ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა. ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი ზრდა და ეკონომიკის ზრდის შედეგად მეტი დასაქმება და მეტი შემოსავალი",- განაცხადა დავითაშვილმა.