ეკონომიკა
05/10/2020

დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკისათვის რისკია-თიბისი კაპიტალი

ახლახანს განვითარებული სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკისათვის რისკს წარმოადგენს-ამის შესახებ თიბისი კაპიტალის 28 სექტემბერი-4 ოქტომბრის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

ამასთან,აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირდაპირი დამოკიდებულება აღნიშნულ ქვეყნებზე უფრო მცირეა, ვიდრე ეს მოსალოდნელია რომ იყოს უახლოეს მეზობლებს შორის. 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ექსპორტის,
ტურიზმის, გზავნილებისა და FDI-ის შემოდინებები მშპ-ის 3.4%-ს შეადგენდა.

ასევე, აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი მეტწილად რეექსპორტს წარმოადგენს, რაც ადგილზე შედარებით ნაკლებ დამატებით ღირებულებას ქმნის. მიუხედავად შედარებით შეზღუდული პირდაპირი დამოკიდებულებისა, არაპირდაპირი ეფექტები შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს კონფლიქტის დამატებითი ესკალაციის ან/და გახანგრძლივების შემთხვევაში.

Businesspartner