ეკონომიკა
11/02/2023

დაბა ბაკურიანში ახალი საბაგიროს მოწყობაზე €5 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად საკურორტო კომპლექსში მდებარე ავსტრიული კომპანიის - „დოპელმაიერის“ ფირმის ახალი საბაგიროები დაათვალიერა. აღნიშნული პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გონდოლის ტიპის 1200-მეტრიან საბაგიროს ახალ საბაგირომდე მისასვლელად 6-7 წუთი სჭირდება.

„რაც შეეხება ახალ, დასაჯდომ საბაგიროს, რომელიც 1000-მეტრია, იგი ქარისა და წვიმისაგან დასაცავად დახურული ტიპისაა და დანიშნულების ადგილამდე მისვლას 5-6 წუთი სჭირდება.

საბაგიროები ევროპულმა კომპანიებმა ,,LV Service’’ -მა და ,,snowpro’’-მ ააშენეს. ახალი საბაგირო გზა ბაკურიანში არსებულ ოთხ სათხილამურო ტრასას (მიტარბი, კოხტა, დიდველი და ტატრაპომა) დააკავშირებს.

აღნიშნული პროექტისთვის 5 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.