ეკონომიკა
19/11/2020

COVID-ი საქართველოს საექსპორტო შემოსავლებს უმცირებს

საქართველოს ექსპორტი უმცირდება. 10 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 2.7 მილიარდი დოლარის პროდუქცია გავიდა, 11%-ით ნაკლები ვიდრე შარშან.

ქვეყნის 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 5-ის ექსპორტი შემცირებულია. ყველაზე მკვეთრი ვარდნა ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტში - 47%, აუტსაიდერთა შორის მეორე ადგილზეა ავტომობილების ექსპორტი, კლება თითქმის 40%-ია. 

საექსპორტო კალათაში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 618.6 მლნ. დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 23%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 335.6 მლნ.  დოლარით, ხოლო მესამეზე  ფეროშენადნობები 198 მლნ-ით.  ზრდაა ოქროს, თხილისა  და სპირტიანი სასმელების ექსპორტშიც.

 

ფოტო: forbes.ge