ეკონომიკა
23/03/2020

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფონდში ₾1.37 მლნ-ია მობილიზებული

საქართველოში კორონავისურის გავრცელების პრევენცის ფონდში უკვე 1.370 მლნ ლარია აკუმულირებული.

თანხა ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდის პრეზენტაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან. სადაც ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობის და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის აქტიური სურვილი გამოთქვეს.

Businesspartner