ეკონომიკა
31/08/2023

"ჩვენი მშპ ამ წლის ბოლოს გახდება $8200,რაც ნიშნავს, რომ ვუახლოვდებით მინიმალურ ევროპულ სტანდარტს"

2020 წლისთვის ჩვენი მშპ ერთ სულ მოსახლეზე იყო 4250 დოლარი, ამ წლის ბოლოს გახდება 8200 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მინიმალურ ევროპულ სტანდარტს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ შარშან და შარშანწინ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელსაც გვაქვს მაღალი მაჩვენებელი. 7,5%-ია პირველი 7 თვის მონაცემები და ეს არის მთავარი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ნომინალური მშპ თითქმის ორმაგდება სამწლიან პერსპექტივაში (2021-2023 წწ).

როცა ვსაუბრობთ ნებისმიერი მიმართულებით ქვეყნის წინსვლაზე, მათ შორის ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარება. 2020 წლისთვის ჩვენი მშპ ერთ სულ მოსახლეზე იყო 4250 დოლარი, ამ წლის ბოლოს გახდება 8200 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მინიმალურ ევროპულ სტანდარტს. ეს არის სწორედ მთავარი - ქვეყნის განვითარება იმისთვის, რომ გაძლიერდეს სახელმწიფო, მოგვარდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური პრობლემები და საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე,"-აცხადებს კობახიძე. 

Businesspartner