ეკონომიკა
19/09/2023

"ჩვენი მიღწევები  საქართველოს პოზიციონირებას ახდენს ბიზნესისა და ფინანსების გლობალურ ცენტრად"

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე განაცხადა, სადაც ლიდერთა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში - „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“ −  მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ზრდა კვლავ მაღალია და 7.2%  დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისში.

„ჩემმა მთავრობამ 2021 წელს კიდევ უფრო დახვეწა  ლოკალიზაციის გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების საკვანძო დონეზე ინტეგრირებისთვის. ამჟამად, გეგმის მეშვეობით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 32 მონაწილეობს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვაში. 2025 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტი იქნება ამ პროცესში ჩართული.

ეს ლოკალიზებული ძალისხმევა ემთხვევა ჩვენს მიერ შემუშავებულ სამთავრობო დოკუმენტს “ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც განვითარების ძირითად ეროვნულ პრიორიტეტებს ასახავს გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესაბამისად.

ამასთანავე, ჩვენი მთავრობა ცდილობს განავითაროს საკოორდინაციო შესაძლებლობები და გამჭვირვალობის მექანიზმები. ამ მიზნით, ჩვენ შევქმენით მონიტორინგის სისტემა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დღის წესრიგისთვის და მდგრადი განვითარების მიზნების რეალურ დროში განახლებისთვის.

ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევები  საქართველოს პოზიციონირებას ახდენს ბიზნესისა და ფინანსების გლობალურ ცენტრად. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში; ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2021 და 2022 წლებში. ზრდა კვლავ მაღალია და 7.2%  დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისში.

საქართველოს, როგორც პასუხისმგებელიანი გლობალური მოთამაშის პოზიცია, რომელიც წინ მიიწევს 2030 წლის დღის წესრიგით, აისახება მის მრავალრიცხოვან დარგობრივ პოლიტიკაში, რომლებიც მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარებას და ეკო-მეგობრული ტურისტული პრაქტიკის დანერგვას“, - განაცხადა პრემიერმა.
 
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023