ეკონომიკა
22/07/2022

ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია - სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ივნისში $922 მლნ შეადგინა

ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია. 2022 წლის აინვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ჩინეთს შორის 922 მლნ დოლარი შეადგინა. აღნიშნული საკითხი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჭოუ ციენთან შეხვედრაზე განიხილა. 
 
შეხვედრაზე, აგრეთვე საუბარი შეეხო ჩინურ ინვესტიციებს და ითქვა, რომ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩინეთიდან 695 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რასაც ქართული მხარე მიესალმება.
 
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელს უწყობს ტურისტების დინამიურ ზრდას.
 
ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა, რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა, მალე გაიმართება.