ეკონომიკა
24/01/2023

"ბრალდება, რუსეთში საქართველოს გავლით სანქცირებული ტვირთის გატანაზე, უარგუმენტოა"

„ბრალდებები საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციის და სხვადასხვა სამოქალქო სექტორის მხრიდან ისმის,არის უარგუმენტი და ჰაერიდან მოტანილი“ - ამის შესახებ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ ისაუბრა.

მისი განცხადებით,აღნიშნული ბრალდებები არ ეფუძნება არანაირ კონკრეტიკას, საბოლოო ჯამში კი  ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანების ერთ-ერთი ნათელი მაგალითი.

„სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ფაქტები რომ არ არსებობს ამას ადასტურებს ისიც, რომ არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურას, მათ შორის, ჩვენს საგარეო პარტნიორებს არ გამოუქვეყნებიათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ  საქართველოში ასეთი ქმედებები არ ხდება. “- განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მისივე მტკიცებით, საქართველოში არიან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვერიფიცირებული ექსპერტები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენს ქვეყანაში უკანონო ტვირთების მოძრაობის გადამოწმებასთან დაკავშირებით.

"გარდა ამისა, საქართველოს შემოსავლების და საბაჟო სამსახურები აქტიურ კოორდინაციაშია ჩვენს საგარეო პარტნიროებთან. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად აღარ რჩება ხვრელი, რომ საქართველომ სურვილის შემთხვევაშიც კი გვერდი აუაროს სანქციებს და  საერთაშორისოდ დადგენილი წესები დაარღვიოს.

ის განცხადებები, რომელიც გესმის ხოლმე, თავიდან ბოლომდე დამყარებულია ჭორებზე და ემსახურება მხოლოდ ერთს მიზანს -საქართველოს საქმიანი იმიჯის და რეპუტაციის დაზიანებას,"-აღნიშნავს გვიდიანი. 

კითხვაზე, მსგავსი კამპანიით რამდენად შეიძლება ქვეყნის რეპუტაცია დაზიანდეს და როგორი უნდა იყოს ქვეყნის პოზიცია და პასუხი მსგავსს ფაქტებთან დაკავშირებით, გვიადიანი განმარტავს, რომ ზოგადად, საქართველოს იმიჯი და საქმიანი რეპუტაციის დაზიანება ძვირი ღირს.

„ასეთი ტიპის განცხადებებს უყურებენ უცხოელი ინვსტორები, რომლებიც აპირებენ საქართველოში თახნების ინვესტირებას, ასევე აკვირდებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და სხვა მასშტაბური ორგანიზაციები. ამის პარარელურად, როდესაც ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციები,  ვრცელდება, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მკაფიო პასუხ. 

შესაბამისად, მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ბატონი ირაკლი კობახიძის მხრიდან გაეცა საკამოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი. თუმცა, ჩვენ რომ გავიხსენოთ  წინა ბრალდებები სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო ხოლმე და ეს გრძელდება,“-აცხადებს გვიდიანი.

მისივე ინფორმაციით,  საქართველოს ვერ პატიობენ ეროვნული პოლიტიკის გატარებას, შესაბამისად, ამიტომ ისჯება საქართველო სხვადასხვა არენებიდან ასეთი ტყუილი ბრალდებების სახით.

„ბერკეტი არის სიმართლე და სიმართლის ლაპარაკი. საქართველოს ხელისუფლება ყველა ტრიბუნას იყენებს, რომ ქვეყნის გარეთ სიმართლე გაიტანოს. ძალიან აქტიურ რეჟიმში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ატარებენ შეხვედრებს ევროკავშირში, სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან. ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების აქტივობა საგარეო ასპარეზზე ძალიან გაზრდილია. სწორედ ეს არის ბერკეტი, რომ იმ ტყუილს, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკური ძალების მხრიდან ვრცელდება და მეორეს მხრივ - ჩვენი უცხოელი არაკეთილისმსურველების მხრიდან, დავუპირისპიროდ სიმართლე უშალოდ შეხვედრების გზით , “- აცხადებს ანდრია გვიდიანი.

აღსანიშნავია, რომ CNN-ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული ტვირთი გადის, რასაც მყისიერი რეაქცია მოჰყვა საქართვეელოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილისა და საქართველოს საპარლამენტო ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ. მათ არგუმენტირებული განცხადება გააკეთეს, რომ აღნიშნული ფაქტი არის ტყუილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო, თუმცა მისივე თქმით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა. ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 20 პროცენტით, აზერბაიჯანში - 27 პროცენტით, თურქეთში - 35-ით, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 36-ით, ბულგარეთში - 67-ით, სომხეთში - 129 პროცენტით, ხოლო ყაზახეთში - 148 პროცენტით.

კობახიძე განმარტავს, რომ რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს საერთო ექსპორტში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სი-ენ-ენის გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს ადასტურებს.