ეკონომიკა
27/07/2022

BMatch-ზე სებ-მა ივლისში $100 მლნ-მდე შეისყიდა

ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე სებ-მა ივლისში $100 მლნ-მდე შეისყიდა (წმინდა).

სავალუტო აუქციონების მსგავსად, სებ-ის სხვა ტრანზაქციების Bmatch-ზე ოპერატიულად გასაჯაროება მოითხოვა რომან გოცირიძემ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ოთხშაბათის სხდომაზე, სადაც სებ-ის პრეზიდენტმა წლიური ანგარიში წარადგინა.

გოცირიძეს მიაჩნია, რომ არათუ დეპუტატის, არამედ, საზოგადოების ყველა წევრი უნდა იყოს სებ-ის ტრანზაქციების საქმის კურსში, ყოველდღიურად.

ამასთან სებ-ის ექსპრეზიდენტმა კობა გვენეტაძეს მონატრული პოლიტიკა მოუწონა. მიაჩნია, რომ რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა თვლის, რომ სებ-მა ვალუტის ყიდვა-გაყიდვაზე ინფორმაცია საზოგადოებას ყოველდრიურ რეჟიმში უნდა ჩააბაროს. ივნის-ივლისში სებ-ს სავალუტო აუქციონის არ გაუმართავს, Bmatch-ზე $100 მლნ-ზე მეტი შეისყიდა და ამ არხით სისტემას 330 მლნ ლარის ლიკვიდობა მიაწოდა.

კობა გვენეტაძემ დეპუტატებს დაუდასტურა, რომ კურსს დიდი მერყეობისგან იაცავს Bmatch-ზე ტრანზაქციებით. "წელს გაყიდვებიც გვქონდა და ყიდვებიც“, - სებ-ის პრეზიდენტს მოცულობა არ დაუკონკრეტებია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023