ეკონომიკა
27/07/2021
ბიუჯეტმა გზათსარგებლობის გადასახადიდან ₾31.693 მლნ მიიღო
საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს.
წლის პირველ ნახევარში გზათსარგებლობის საფასურის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 31.693 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, გასულ წელთან შედარებით 4 მლნ მეტი (+14%)
გზათსარგებლობის გადასახადი წლების მიხედვით ასეთია:
- 2020 წელი - 63.064 მლნ
- 2019 წელი - 59. 67 მლნ
- 2018 წელი - 39.17 მლნ
- 2017 წელი - 32.33 მლნ