"ბიუჯეტის შესრულება გაჭირდება, 2021 წელი შესაძლოა, უფრო მაღალი დეფიციტით დავასრულოთ"
“თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ დირექტორი ანა გოგოლაძე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩადებულია ბიუჯეტში ოპტიმისტური და არარეალურია. ბიუჯეტის შეთანხმებული პროექტის მიხედვით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკის 4,3%–იანი ზრდაა დაგეგმილი. ანა გოგოლაძე ამბობს, რომ მაშინ როდესაც ასეთი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ხშირ შემთხვევაში წინა წლებშიც რთული იყო ხელისუფლებისთვის, პანდემიის, რეგიონში ომის პირობებსა და შემცირებული ინვესტიციების ფონზე კიდევ უფრო რთული იქნება.
„დაგეგმილი ეკონომიკური ზრდისას, როგორც ჩანს, რიკები არ არის გათვალისწინებული. კრიზისი, რომ გაგრძელდეს ის საბიუჯეტო შემოსავლები, რომლებიც დაგეგმილი აქვთ, მიუღწევადია. შესაბამისად, მთავრობას ამ ბიუჯეტის შესრულება ძალიან გაუჭირდება. შესაძლოა უფრო მეტი საბიუჯეტო დეფიციტით დავასრულოთ 2021 წელი.
რაც შეეხება ვალს, პირველი წარდეგენის დროს თუ იყო დაგეგმილი ვალის გაზრდა 3 მილიარდის ოდენობით, ეს რიცხვი გაზარდეს კიდევ 2 მილიარდით, სულ 5,3 მილიარდამდე, რაც ნიშნავს რომ გადავცდებით კანონით გათვალისწინებულ ნორმას და საოცრად მოწყვლადები გავხდებით ეკონომიკური რყევების მიმართ. საინტერესოა “Stopcovid” ფონდი, მესამე წარდგენაში არაფერია ნათქვამი სად წავიდა მობილიზებული 133 მილინი ლარი.“– აშნიშნავს ანა გოგოლაძე.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტის პირველი წარდგენის დროს, ამ წარდგენაში ჩადებულია, თუმცა ეს არის მინიმალური, რადგან 450 მილიონი ლარი გათვლილია ყველაფერზე, მათ შორის ვაქცინაციის ხარჯებზეც.