ეკონომიკა
01/12/2020
ბიუჯეტის პროექტით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,3%-ით გაიზრდება
ბიუჯეტის პროექტით, 2021 წლისათვის ეკონომიკის 4,3%-იანი ზრდაა დაგეგმილი.
ნომინალური მშპ-ს მოცულობა 53.4 მლრდ ლარით არის განსაზღვრული.
ინფლაციის მაჩვენებელი 3.5%-ზეა გათვლილი.
COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე, როგორც ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, სსფ-სთან შეთანხმებით, 2021 წელს შენარჩუნებულია მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში. სსფ-ის მეთოდოლოგიით, დეფიციტი შეადგენს 7.6%-ს
საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო ითვალისწინებს მშპ-ის 3%-იან ნიშნულზე დაბრუნებას 2023 წლისათვის.
2021 წლის ბოლოსათვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ით; მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% იქნება.