ეკონომიკა
13/10/2020

"ბევრი ეკონომიკური შოკის მომსწრე ვყოფილვართ, მაგრამ COVID პანდემია უპრეცენდენტო კრიზისია"

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ყოველწლიურ ტრადიციულ შეხვედრას გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" გამოეხმაურა. სებასტიან მოლინეუსმა იმ პროგნოზებზეც ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას საქართველოსთან მიმართებით გააჩნია.

„მსოფლიო ბანკი საქართველოში 1990-იანი წლებიდან მუშაობს და ქვეყნის განვითარების მომსწრეა. თქვენთან ერთად ვიყავით მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს და თქვენს გვერდით ვართ პანდემიის დროსაც. თანამშრომლობის ამგვარი შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ გვეძლევა, როდესაც სახეზეა პოლიტიკური პარტიების ჩართულობაც და მთავრობის მხარდაჭერაც. როცა ხელისუფლება მზადაა რეფორმებისთვის, როცა ბიზნესი ინდომებს განვითარებას, როცა მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესია გამოხატული - ასეთი კოორდინირებული ძალისხმევის დროს გვეძლევა იმ ფორმით ოპერირების საშუალება, როგორც დღეს ვართ წარმოდგენლნი. წარმატებას ერთად აუცილებლად მივაღწევთ და რთულ გამოწვევებსაც დავძლევთ.

ყოველწლიური შეხვედრა მნიშვნელოვან ეკონომიკურ გარემოში გაიმართა. ევროპისა და ცენტრალური აზიიის რეგიონისთვის ეკონომიკის 4.2 %-იან ვარდნას ვვარაუდობთ, საქართველოსთვის კი ეს მაჩვენებელი - 6%-ია. ციფრები არ არის ზუსტი და მათი ცვლილება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან უმთავრესი ჯანდაცვის როლია - თუ როგორ გავუმკლავდებით პანდემიას, რამდენად ახლოს ვართ ვაქცინასთან და რამდენად მალე დაიძლევა მოსახლეობის იმუნიზაციის პრობლემა,“ - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

მისივე თქმით, კორონავისუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციაში უპრეცენდენტოდ აფასებენ.

"ყველა ეკონომისტი ცდილობს გათვალოს როგორ იქნება ეკონომიკური ვარდნა. მსოფლიოში ბევრი ეკონომიკური შოკის მომსწრე გავმხდარვართ ბევრი წლის განმავლობაში, მაგრამ კორონავირუსის პანდემია არის უპრეცენდენტო კრიზისი. საქართველოსთვის ნავარაუდევი -6%, შესაძლოა, შემაშფოთებლადაც ჟღერდეს, თუმცა, თუკი გავიხსენებთ, მარტისა და აპრილის 12-13%-იან კლების პროგნოზს, მაშინ ეს მაჩვენებელი ერთგვარად დამაიმედებლადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ," - აცხადებს მოლინეუსი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023