ეკონომიკა
31/01/2023

ბათუმისა და კონსტანცას პორტები რეგულარული საბორნე ხაზით დაუკავშირდებიან

ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარული საბორნე მიმოსვლის პროექტი კვლავ აქტუალურია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ რუმინეთის კონსულმა საქართველოში მარიუს პანდელეამ განუცხადა, მუშაობა მიმდინარეობს რეგულარულ საზღვაო ხაზის პროექტზე, რომელიც სამგზავრო და სატვირთო დანიშნულებით იფუნქციონირებს.

„ჩვენ ვმუშაობთ საზღვაო ხაზზე ბათუმის პორტსა და კონსტანცას შორის. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რუმინეთისთვის და შექმნის პირდაპირ კავშირს ორ ქვეყანას შორის. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ საკითხს და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ამ საბორნე ხაზს“ - აცხადებს მარიუს პანდალეა „ბიზნესპარტნიორთან“.