ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა
ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის საკითხი.
"10 წელია კომისიის სხდომა არ ჩატარებულა. ეს მოასწავებს იმას, რომ ორივე მხარე მზად არის, ეკონომიკური თანამშრომლობის მეტი ინტენსიფიკაცია მოხდეს.
განვიხილეთ, როგორ გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა, მათ შორის ქართული ექსპორტი აზერბაიჯანში. ეს შეეხება საცემენტო, ასევე მეტალურგიის პროდუქციას, ასევე სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის პროდუქციას. ვსაუბრობდით იმაზე, რომ იყოს თნაბარი, არადისკრიმინაციული მიდგომები და ეს აბსოლუტურად პოზიტიურად არის აღქმული ჩვენი კოლეგების მხრიდან, რადგან ჩვენ გვაკავშირებს არა მხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა წლების განმავლობაში.
საინტერესო საუბარი იყო ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ურთიერთობის უფრო მეტად გაფართოებაზე. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში აზერბაიჯანი არის ჩვენი ნომერ პირველი მიმწოდებელი როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის იმპორტისთვალსაზრისით. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმები შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელისპროექტის განვითარების შესახებ, რითაც ჩვენ ევროკავშირის ბაზარს მივუერთდებით და დავპატიჟეთ, ამ პროექტში მონაწილეობა მიიღონ. ისინი დიდი დაინტერესებით მოეკიდნენ ამას", - განაცხადა ნათია თურნავამ.