ეკონომიკა
16/12/2020

ბაქო-თბილისი - ყარსის რკინიგზით თურქეთიდან ჩინეთში პირველი საექსპორტო მატარებელი ჩავიდა

ბაქო-თბილისი - ყარსის რკინიგზით  თურქეთიდან ჩინეთში პირველი საექსპორტო მატარებელი ჩავიდა.სატვირთო შემადგენლობამ  6 593 ათასი კილომეტრი გაიარა და უკვე ყაზახეთისა და ჩინეთის საზღვარზე არსებულ ქალაქ ხორგოსშია.

მატარებელს ტვირთი ჩინეთში, სიანის პროვინციაში მიაქვს. სატვირთო შემადგენლობის საერთო გასავლელი მანძილი 8 693 ათასი კილომეტრია (ორი კონტინენტი, ორი ზღვა და 5 ქვეყანა).

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობა 40 ფუთიანი 42 კონტეინერისგან შედგება.

თურქეთიდან ჩინეთში ჩასვლისთვის გათვლილი დრო კი 12 დღე-ღამეს შეადგენს.

 

Businesspartner