ეკონომიკა
03/08/2021

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვები 63%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვები 63%-ით გაიზარდა.

Adycontainer-ის ცნობით, 2021 წლის 7 თვეში სარკინიგზო გზით 13 610 TEU კონტეინერი გადაიზიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში 8 348 TEU კონტეინერი იყო გადატანილი.

დადებითია ივლისის დინამიკაც. ზრდა მხოლოდ ამ თვეში 109%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ გადაზიდული კონტეინერების 92% ტრანზიტული ტვირთ იყო.

 

Businesspartner