ეკონომიკა
14/01/2021

აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით საექსპორტო ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო

აზერბაიჯანმა პირველად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით საექსპორტო ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო.

ADY Express-ის ცნობით, ამჯერად კომპანია შეძლო Baku Steel Company-ს თურქეთში ფოლადის კონსტრუქციების ტრანსპორტირება. ტვირთი ბაქოდან თურქეთის ქალაქ პაიასში ჩავა.

ფოლადის კონსტრუქციები ნახევარვაგონებით ახალქალაქში, სადაც თურქულ ვაგონებში გადაიტვირთა და გზა გააგრძელა.

სულ დაგეგმილია 5000 ტონა ფოლადის კონსტრუქციების ტრანპორტირება 75 ვაგონით, აქედან პირველი 15 ვაგონი უკვე გადაიზიდა, ტვირთის ნაწილი კი გზაშია.

ADY Express -ი ამბობს, რომ იგეგმება მსგავსი ტვირთების გადაზიდვა ბაქო-თბილისი - ყარსის რკინიგზით.

2020 წელს, ADY Express -მა ბაქო- თბილისი - ყარსის რკინიგზით 49 739 ტონა ტვირთი გადაზიდა, საიდანაც 97% ტრანზიტული, ხოლო 3% იმპორტული ტვირთები იყო.

2019 წელს კი, კომპანიამ ამავე რკინიგზით 25 772 ტონა ტვირთი გადაზიდა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023