ეკონომიკა
27/07/2023

"ავტორიზებული ოპერატორის სტატუსის მიღებისას, კომპანიები საბაჟო ფორმალობებზე პრიორიტეტის წესით ისარგებლებენ"

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

"ავტორიზებული ოპერატორის სტატუსის მიღებისას, კომპანიები საბაჟო ფორმალობებზე პრიორიტეტის წესით ისარგებლებენ," - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ელგუჯა ბერანძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პროგრამის მიზანია საბაჟო ადმინისტრაციასა და კერძო მეწარმეებს შორის ახალი ურთიერთობების პროგრამულად შექმნა, სადაც ადმინისტრაცია და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორები როგორც პარტნიორები იქნებიან წარმოდგენილი და მათი ურთიერთთანამშრომლობა გამარტივებული პროცედურებით იქნება გამოხატული.

“ავტორიზებული ოპერატორის სტატუსი შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა, თუ მისი საქმიანობა საბაჟოსთანაა დაკავშირებული.კომპანიებს ექნებათ ისეთი შეღავათები, როგორიცაა  ნაკლები სიხშირე და კონტროლი როგორც დოკუმენტური, ასევე ფიზიკური,"- აცხადებს ბერანძე. 

როგორც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აღნიშნავს, ამ დროისათვის ავტორიზებული ეკონომიკური ოპრატორის სტატუსით სულ 7 კომპანია სარგებლობს და პარალელურ რეჟიმში, რამდენიმე განცხადების განხილვა მიმდინარეობს.

მისი ცნობით, ამ ეტაპზე სტატუსის მიღებაზე მეტწილად მსხვილი კომპანიები არიან დაინტერესებული, ხოლო ის მცირე კომპანიები, რომლებსაც საბაჟოსთან არანაირი შეხება არ აქვთ, მათი მხრიდან ინტერესი დაბალია.

შეგახსენებთ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, გამარტივებული პროგრამა“ საბაჟო პროცედურები ბიზნესისთვის“, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ამოქმედდა.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღება ბიზნესებს საშუალებას მისცემს გამარტივებული პროცედურებით სხვა ქვეყნებშიც ისარგებლონ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023