ეკონომიკა
07/07/2023

"ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი ბიზნესებს გამარტივებული პროცედურებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს"

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, გამარტივებული პროგრამა“ საბაჟო პროცედურები ბიზნესისთვის“, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ამოქმედდა.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღება ბიზნესებს საშუალებას მისცემს გამარტივებული პროცედურებით სხვა ქვეყნებშიც ისარგებლონ. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნატალია ბერუაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, IUGBC-ის გრანტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ,  რომელიც კომპანიებში ბიზნეს პროცესებს აჩვენებს და იმას, თუ რამდენად სწორად აკვალიფიცირებს რისკებს, ცხადყო, რომ  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამაბრკოლებელი ფაქტორი არაინფორმირებულობაა.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში, ინფორმაცია 70 კომპანიას დაეგზავნა და გამოიკვეთა, რომ საჭიროა ამ პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება.

„ჩვენი პროგრამის აქცენტია საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის მიმართულება. ეს პროგრამა არის თანამშრომლობაზე აგებული,"-აცხადებს ბერუაშვილი.  

როგორც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ბიზნეს ასოციაციასთან და შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობა პროდუქტის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას ხელს შეუწყობს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023