ეკონომიკა
30/10/2023

"აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ბრიტანული კომპანია Hives CX-ი საქართველოში ინვესტირებას განახორციელებს

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, ბრიტანული კომპანია Hives CX საქართველოში ინვესტირებას განახორციელებს.

კომპანია, ინვესტირებას ბიზნესი პროცესების დისტანციურად მიწოდების (BPO) დარგში განახორციელებს და IT სერვისების დისტანციურად მიწოდებასა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით იმუშავებს.

Hives CX-ის დირექტორის შერიფ კამელის თქმით, საქართველოში ინვესტირებით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა ექვსი თვის წინ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოწვევით BPO სექტორის სხვა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყანას ეწვია და აქ არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნო.

შერიფ კამელი საქართველოს მეორედ გასულ კვირას სტუმრობდა „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გამართულ BPO სექტორის სამიტზე, რომელსაც 15-მდე საერთაშორისო კომპანია ესწრებოდა.

მისი თქმით, საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მიღწევებითა და ადამიანური კაპიტალის შესაძლებლობების გამო მიიღო.

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ინვესტირება გადავწყვიტე, ქვეყნის მთავრობის, ასევე სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დიდი მხარდაჭერა, ასევე ბიზნესის რეგისტრაციის სისწრაფე და სიმარტივეა. განსხვავებით დიდი ბრიტანეთისგან, პოლონეთისგან და ეგვიპტისგან, საქართველოში რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ მარტივია. ასევე, უნდა აღნიშნოს, რომ BPO ინდუსტრია ადამიანურ კაპიტალსა და მათ უნარებზე დამყარებულია ინდუსტრიაა. შესაბამისად, ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია საქართველოში ნიჭიერმა ადამიანებმა და მათმა უნარებმა“, - განაცხადა შერიფ კამელმა, Hives CX georgia, დამფუძნებელმა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გამართულ BPO ინდუსტრიის სამიტს აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, კოლუმბიიდან და შვეიცარიიდან 15-მდე კომპანია ესწრებოდა.

სამიტის ფარგლებში სტუმრებმა შეხვედრები გამართეს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.

ღონისძიება საქართველოში მეორედ ჩატარდა და მისი მიზანი საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების პოპულარიზაცია გახლდათ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023