ეკონომიკა
01/08/2023
აშშ მზადაა ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევაში დაეხმაროს
"ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს," - ამის შესახებ საუბარია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის დიდი სარგებელი, რომელსაც ის დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა.
შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე,"-აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.