ეკონომიკა
29/07/2022

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოზე: რუსეთ-უკრაინის ომმა ეკონომიკის ზრდაზე გავლენა მოახდინა

ლოგისტიკა, ანაკლიის პორტი, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ფინასური ინსტიტუტები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშში, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და ძლიერი ზრდა აჩვენა. რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და ზრდის დაბალი მოლოდინი განაპირობა - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც ანგარიშში წერია, 2021 წლის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლების მკვეთრი ზრდის გამო, ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდა, რამაც ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თუმცა, ამის მიუხედავად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკამ ძლიერი აღდგენა აჩვენა. 

ამასთან, როგორც ანგარიშში წერია, 2022 წლისთვის მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზი ოპტიმისტური იყო, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა ზრდის დაბალი მოლოდინი განაპირობა. 

 

Businesspartner