ეკონომიკა
29/07/2022

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში კარგი საინვესტიციო გარემოა 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში წერია, რომ გლობალურ ბიზნესში, კორუფციასთან ბრძოლაში და სხვა ინდექსებში საქართველოს რეიტინგები მნიშნვნელოვნად გაუმჯობესდა. ქვეყანაში წლების განმავლობაში, ეტაპობრივად განხორციელებულმა რეფორმებმა სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში კარგი საინვესტიციო პირობებია. ამ კუთხით საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის გამოირჩევა. თუმცა, ანგარიში უარყოფით ფაქტორებზეც არის გამახვილებული ყურადღება. საუბარია სასამართლოში კომერციული დავების განხილვაზე, რამდენად კომპეტენტური გზით წარიმართება პროცესი. 

"ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება", - ნათქვამია ანგარიშში. 

აგრეთვე საუბარია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, სავაჭრო კანონების შერჩევით აღსრულებაზე, არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე. 

"მიუხედავად ამ გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში გამოირჩევა, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი", - აღნიშნულია ანგარიშში. 

 

Businesspartner