ეკონომიკა
22/09/2022
არჩილ გაჩეჩილაძე: ნავთობის და ხორბლის ფასი დასტაბილურდა, ინფლაციაც წესით უნდა შემცირდეს
საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს ინფლაციის შემცირების მოლოდინი აქვს.
"ბოლო 2 თვეა ინფლაციის შემცირების ტენდენციას ვხედავთ, იმედი მაქვს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ჯამურად, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ასპექტი, რომელიც მოქმედებს ინფლაციაზე, კარგისკენ დაიძრა. ზეწოლა, სესხების ზრდიდან, ინფლაციაზე ნამდვილად არ არის, ვინაიდან სესხებზე დიდი მოთხოვნა არ არის. ბოლო პერიოდში ნავთობის, ხორბლის ფასი დასტაბილურდა, დროთა განმავლობაში ინფლაციამაც წესით უნდა დაიკლოს", - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.