ეკონომიკა
31/03/2021

არჩილ გაჩეჩილაძე ლარზე: მიჭირს პროგნოზების გაკეთება

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ 2021 წლის დასაწყისში ეროვნული ვალუტის გამყარების ყველა წინაპირობა არსებობდა.

როგორც გაჩეჩილაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობისგან პრობლემის განხილვის პირობა მიიღეს.

“კონკრეტული გადაწყვეტილებების ერთ დღეში მიღება რთულია. თუმცა, განწყობა, რომ ეს საკითხი დეტალურად განიხილება, ნამდვილად არის. ძალიან მიჭირს მოლოდინების გაკეთება. წლის დასაწყისის გადმოსახედიდან ყველა წინაპირობა არსებობდა, რომ ლარი გამყარებულიყო. დღეს რაც ფაქტია, ფაქტია. დანარჩენს დრო გვაჩვენებს”,- აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარი უფასურდება. 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარი 3.4118 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0272 შეადგინა.

2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $160 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022