ეკონომიკა
03/05/2022

აპრილში ინფლაციამ 12.8% შეადგინა

მარტის მცირედი კლების შემდგ, აპრილში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა.

საქსტატის ინფლაცია კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მარტში ინფლაციის დონემ თითქმის 12.8%-იან მაჩვენებელს მიაღწია.

ყველაზე მეტად გაძვირდა სატრანსპორტო მომსახურება და ექსპლუატაცია, 21%-ით არის მომატებული ფასები სურსათსა და ალკოჰოლზე. სურსათის შემთხვევაში ბოსტნეული 46%-ზე მეტად გაძვირდა, პურპროდუქტები კი 30%-ით.

ეროვნული ბანკი პანდემიის მილევის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას მარტიდან ელოდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, ინფლაციის მაჩვენებლის სამიზნე ნიშნულთან მიახლოების მოლოდინი აღარ არის.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და ადგილობრივი უწყება ვარაუდობს, რომ წელს ინფლაცია დაახლოებით 7-10%-ის ფარგლებში იქნება. აღსანიშნავია, რომ პროგნოზს გადახედა ეროვნულმა ბანკმაც, მისი ვარაუდით, მაჩვენებელი 9,5% იქნება.