ეკონომიკა
13/05/2021

აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

ექსპორტმა აპრილშიც ზრდის ტემპი შეინარჩუნა.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 378.3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 70% ანუ 156 მლნ დოლარია. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც 2020 წლის ამავე პერიოდში ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდაა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებითაც.

2019 წელს ექსპორტზე 311 მლნ დოლარის პროდუქცია იყო გასული, 2021 წლის ამავე თვესთან შედარებით 22%-ით, ანუ 67 მლნ დოლარით ნაკლები.

რაც შეეხება 4 თვის მაჩვენებლებს, ექსპორტი ჯამში 1.199 მლრდ დოლარი იყო, რაც 19.6%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე.

 

Businesspartner