ეკონომიკა
31/05/2022

აპრილში ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა

ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, იანვარ-მარტში ორნიშნულიანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ აპრილში, ქვეყნის ეკონომიკა, მონაცემებით, მხოლოდ 2.6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანობაში იანვარ-აპრილში ზრდამ 10.8% შეადგინა. 

ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგია, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა. რაც შეეხება კლების ტენდენციას, მან მოიცვა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის დარგები.