ეკონომიკა
30/01/2023

APM Terminals-ი პორტის გაფართოების საკითხზე მოლაპარაკების საბოლოო ეტაპზეა

ფოთის პორტის გაფართოების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება. APM Terminals-ის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მთავრობასთან საბოლოო დეტალების დაზუსტებაზე მსჯელობენ.

„ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ტერმინალის გაფართოების საჭიროებას. ჯერჯერობით, კვლავ მოლაპარაკების ეტაპზე ვართ, რაც გაფართოების საბოლოო პირობებს შეეხება. იმედი მაქვს რომ მოგვეცემა შესაძლებლობა სწრაფად წავიდეთ წინ“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ APM Terminals-ის უფროსი კომერციული ოფიცერი იან როულინსონი. 

მისივე თქმით, ომის შემდეგ ტვირთების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საუბარია, ყველა ტიპის ტვირთებზე და ეს ზრდა ომის დაწყებიდან დღემდე გრძელდება. როგორც APM-ს წარმომადგენელი განმარტავს, საქართველოს, როგორც ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის მდებარე სატვირთო ჰაბის მიმართ, მზარდი ინტერესია.

„რაც ძალიან მინდა რომ ვნახო, არის აქტიური კოორდინაცია პორტებსა და სარკინიგზო ოპერატორებს შორის, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში. ისე, რომ ვიმუშაოთ მჭიდროდ და ერთობლივად, შევიძინოთ მეტი ეფექტურობა და გვქონდეს შესაძლებლობა მოვემსახუროთ მეტ ტვირთებს. ისტორიულად, ნდობის ნაკლებობაა და ეს ყოველთვის გამოწვევა იყო. ჩვენ ამ დერეფანში არ ვართ არავისთან კონკურეციაში, ჩვენ უნდა ვიპოვოთ საერთო, რათა ვიმუშაოთ ერთად და შევქმნათ მეტი სიმძლავრე და შესაძლებლობა. ჩვენთვის დიდი გამოწვევაა შეგვეძლოს ერთმანეთის ნდობა და საერთო სარგებლის მომტანი ზრდა, როგორც ჩვენი ქვეყნების, ასევე ჩვენი ბიზნესებისთვის“ - აცხადებს იან როულინსონი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გააქტიურება, რათა საინფორმაციო მიმოცვლა გაუმჯობესდეს და პორტებს, საზღვაო ხაზებსა და სარკინიგზო იპერატორებს შორის კოორდინაცია არსებობდეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022