ეკონომიკა
12/12/2022

ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება.

პროექტის დასრულების შემდეგ პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ახლა პარტნიორების ძებნის პროცესშია. 

"აქ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მთავარი ბერკეტი და 51%-იანი წილის მფლობელი იქნება ჩვენი ქვეყანა",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.