ეკონომიკა
04/05/2023

ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება

ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
 
როგორც სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში ეწყობა დიდი და მცირე საცურაო აუზები, საშხაპეები, გასახდელები, ტრენაჟორები, ძალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზები. ასევე, მოხდება კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
 
სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
 
სპორტკომპლექსის აშენება რეგიონში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამასთან, მშენებლობის დასრულების შემდეგ სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ, სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
Businesspartner