აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.7% შეადგინა
2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.9 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით, საბაზო ინფლაციამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.5%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (46.4%), ხილი და ყურძენი (12.9%), თევზეული (9.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8%).
ამასთან, ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-26.3%), პური და პურპროდუქტები (-7.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.2%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.3%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით, რაც 0.58 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულიაქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9%), პირადი ჰიგიენა (7.9%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 5%-ით.შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.52 პროცენტული პუნქტი შეადგინა.ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.7%),ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (9.9%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9%-ით, რაც -0.94 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-13.2%). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებასა (3.8%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.7%);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების 7.3%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.6%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.6%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.4%).
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (19.3%), რძე, ყველი და კვერცხი (3.4%), ხილი და ყურძენი (1.7%), თევზეული (1%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.3%).
ამავე პერიოდში ფასები, ძირითადად, შემცირდა პურსა და პურპროდუქტებზე (-1.2%), ასევე ზეთსა და ცხიმზე (-1.1%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6%-ით, რაც 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (1.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8%).