ეკონომიკა
07/09/2023

აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 69 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 69 ფაქტი გამოავლინეს.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 25 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 13 - გამოვლენილია ქვემო ქართლის, 9 - სამცხე-ჯავახეთის, 7-7 ფაქტი შიდა ქართლის და იმერეთის, 4 - გამოვლენილია გურიის, ხოლო 1 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.

2023 წლის აგვისტოს თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 85 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის 50 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 35 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი. რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 739 ფაქტია გამოვლენილი, ”საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1245 კუბური მეტრი შეადგინა.

Businesspartner