ეკონომიკა
03/09/2020

აგვისტოში ინფლაციის დონე 4,8%-მდე შემცირდა

ინფლაციის ზრდის ტემპი შენელდა. საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოში წლიური ინფლაციის დონე 4.8%-ით განისაზღვრა, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია იანვრიდან.

ივლისთან შედარებით კი 0,2%-იანი დეფლაციაა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.2%-ით განისაზღვრა.

Businesspartner