ეკონომიკა
03/09/2021

აგვისტოში ინფლაციამ 12.8%-ს მიაღწია

აგვისტოში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა. საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა, რაც 10-წლიანი რეკორდია.

2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7% შედაგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.8%-ით განისაზღვრა.