ეკონომიკა
30/09/2020

აგვისტოში ეკონომიკა 5,3%-ით შემცირდა

პანდემიით გამოწვეული პრობლემები ეკონომიკაზე კვლავინდებურად აისახება.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.3%-ით შემცირდა.

იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა საშუალოდ -5.6%-ით შემცირდა.

2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია
გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა, სადაც
ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

Businesspartner